26_01
ვიდეოები აქედან შეგიძლიათ უყურეთ:
საინტერესო ვლოგი საქართველოს სანახავ ადგილებზე:
საქართველოს ტოპ 5 ტურისტული ადგილი
საქართველო უნიკალური ტურისტული ქვეყანაა. აქ არის ლამაზი ბუნება, უძველესი ისტორია და მდიდარი კულტურა. საქართველოში ერთ სივრცეში შეგვიძლია ვნახოთ ზღვა, მთები და ძველი ქალაქები. ამიტომ ქვეყანა ძალიან საინტერესოა ტურისტებისთვის. ქვემოთ აღწერილია საქართველოს ხუთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი.
პირველ ადგილზე არის თბილისი, საქართველოს დედაქალაქი. თბილისი ცნობილია ძველი ქალაქით, ლამაზი ქუჩებით და ისტორიული შენობებით. აქ მდებარეობს აბანოთუბანი და ნარიყალას ციხე. ქალაქში ძველი და ახალი კულტურა ერთად არის. თბილისი ასევე პოპულარულია ქართული ტრადიციული საჭმლით.
მეორე მნიშვნელოვანი ქალაქია ბათუმი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ბათუმში არის ზღვა, გრძელი ბულვარი და ლამაზი პარკები. ქალაქი განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულში. აქ ტურისტები ისვენებენ და ერთობიან.
მესამე ადგილზე არის ყაზბეგი (სტეფანწმინდა). ეს არის მაღალმთიანი რეგიონი ლამაზი ხედებით. აქ მდებარეობს გერგეტის სამების ეკლესია. ყაზბეგი ძალიან მოსწონთ ბუნების მოყვარულებს და მათ, ვისაც სუფთა ჰაერი უყვარს.
მეოთხე ტურისტული ადგილი არის მცხეთა. მცხეთა საქართველოს ძალიან ძველი ქალაქია. აქ მდებარეობს სვეტიცხოვლის ტაძარი და ჯვრის მონასტერი. ქალაქი მნიშვნელოვანია რელიგიური და კულტურული ტურიზმისთვის.
მეხუთე ადგილზე არის სვანეთი. სვანეთი ცნობილია მაღალი მთებით და ძველი კოშკებით. აქ ხალხი ინახავს ძველ ტრადიციებს. ტურისტები სვანეთში მიდიან ბუნების, სიმშვიდისა და კულტურის გასაცნობად.
გამოყენებული ლიტერატურა:
შეგიძლიათ აქედან დაგვიკავშირდეთ:
ჩვენ დავით დარბინიანი, თუნარ ბაირამოვი და ალიკ მანასიან ვართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტები. ეს ბლოგი დამზადებულია საგან ინფორმაციული წიგნიერების ფინალური პროექტისთვის.
ეს ბლოგი (საქართველოს ტურისტული ადგილები) დამზადებულია იმისთვის, რომ მკითხველს გააცნოს საქართველოს ყველაზე პოპულარული და საინტერესო ტურისტული ადგილები. ბლოგის მიზანია ტურისტებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ქალაქებისა და რეგიონების შესახებ. აქ მკითხველი მიიღებს ინფორმაციას ბუნებაზე, ისტორიულ ძეგლებზე და კულტურულ გარემოზე. ბლოგი ეხმარება ადამიანებს მოგზაურობის დაგეგმვაში და საქართველოს უკეთ გაცნობაში. :)
ბლოგის მომზადებას საერთო ჯამში 1 თვე დაეთმო. პროექტზე ვმუშაობდით სამი სტუდენტი: თუნარი, ალიკი და დავითი. სამუშაო პროცესი განხორციელდა როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური დავალებების პრინციპით.
ბლოგის დიზაინი ანუ ტექნიკური მხარე, წყაროების მოძიება და კითხვარის შეკითხვების მოფიქრება სამივე მონაწილემ ერთობლივად განახორციელა. გუნდმა ერთად შეარჩია ბლოგის ვიზუალური სტილი, მოიძია სანდო ინფორმაცია და ჩამოაყალიბა კითხვები, რომლებიც ბლოგის მიზნებს შეესაბამებოდა.
ნდივიდუალური სამუშაოები გადანაწილდა შემდეგნაირად:
რუკის მომზადება (Google რუკა) და ფოტოების შერჩევა შესაბამისი ინფორმაციის მოძიებით დაპოსტვა თუნარს ეკისრებოდა, კითხვარის შედგენადა პროექტის გეგმის შედგენა ეკისრებოდა დავითს.
ვიდეო მასალის მომზადება და ინფორმაციის დამუშავება (ტოპ 5 ტურისტული ადგილი - ამ გვერდისთვის) განახორციელა ალიკმა.
საბოლოოდ, პროექტი წარმატებით განხორციელდა გუნდური მუშაობის შედეგად, სადაც თითოეულმა მონაწილემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბლოგის შექმნაში.
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ბლოგის ადმინისტრატორებს:
- alik.manasyan.1@iliauni.edu.ge
- davit.darbinyan.1@iliauni.edu.ge
- tunar.bairamovi.1@iliauni.edu.ge
-
ჩვენ დავით დარბინიანი, თუნარ ბაირამოვი და ალიკ მანასიან ვართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტები. ეს ბლოგი დამზ...
-
საქართველო უნიკალური ტურისტული ქვეყანაა. აქ არის ლამაზი ბუნება, უძველესი ისტორია და მდიდარი კულტურა. საქართველოში ერთ სივრცეში შეგვიძლია ვნა...
-
ვარძია სიღნაღი ოკაცეს კანიონი სვანეთი ყაზბეგი



.jpg)






.jpg)


