საქართველო უნიკალური ტურისტული ქვეყანაა. აქ არის ლამაზი ბუნება, უძველესი ისტორია და მდიდარი კულტურა. საქართველოში ერთ სივრცეში შეგვიძლია ვნახოთ ზღვა, მთები და ძველი ქალაქები. ამიტომ ქვეყანა ძალიან საინტერესოა ტურისტებისთვის. ქვემოთ აღწერილია საქართველოს ხუთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი.
პირველ ადგილზე არის თბილისი, საქართველოს დედაქალაქი. თბილისი ცნობილია ძველი ქალაქით, ლამაზი ქუჩებით და ისტორიული შენობებით. აქ მდებარეობს აბანოთუბანი და ნარიყალას ციხე. ქალაქში ძველი და ახალი კულტურა ერთად არის. თბილისი ასევე პოპულარულია ქართული ტრადიციული საჭმლით.
მეორე მნიშვნელოვანი ქალაქია ბათუმი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ბათუმში არის ზღვა, გრძელი ბულვარი და ლამაზი პარკები. ქალაქი განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულში. აქ ტურისტები ისვენებენ და ერთობიან.
მესამე ადგილზე არის ყაზბეგი (სტეფანწმინდა). ეს არის მაღალმთიანი რეგიონი ლამაზი ხედებით. აქ მდებარეობს გერგეტის სამების ეკლესია. ყაზბეგი ძალიან მოსწონთ ბუნების მოყვარულებს და მათ, ვისაც სუფთა ჰაერი უყვარს.
მეოთხე ტურისტული ადგილი არის მცხეთა. მცხეთა საქართველოს ძალიან ძველი ქალაქია. აქ მდებარეობს სვეტიცხოვლის ტაძარი და ჯვრის მონასტერი. ქალაქი მნიშვნელოვანია რელიგიური და კულტურული ტურიზმისთვის.
მეხუთე ადგილზე არის სვანეთი. სვანეთი ცნობილია მაღალი მთებით და ძველი კოშკებით. აქ ხალხი ინახავს ძველ ტრადიციებს. ტურისტები სვანეთში მიდიან ბუნების, სიმშვიდისა და კულტურის გასაცნობად.
.jpg)




No comments:
Post a Comment